კარდიოლოგია
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სრულ სპექტრზე დიაგნოსტიკურ კვლევებსა და არაქირურგიულ მკურნალობას. დეპარტამენტი მუშაობს თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების ეფექტურ და უსაფრთხო მართვას.
კარდიოლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობას გადიან პაციენტები სხვადასხვა კარდიოლოგიური პათოლოგიებით, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტით, სტენოკარდიით, გულის რითმის დარღვევებით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით, ენდოკარდიტით, მიოკარდიტით, პერიკარდიტით და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.
დეპარტამენტის ექიმები, ასევე კლინიკის კონსულტანტები, უზრუნველყოფენ თანმხლები დაავადებების კომპლექსურ და მაღალკვალიფიციურ მართვას.
კარდიოლოგიის დეპარტამენტი ორიენტირებულია პაციენტზე ინდივიდუალურ მიდგომაზე, ადრეულ დიაგნოსტიკაზე, გართულებების პრევენციასა და მკურნალობის შედეგების მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე.