ქეთევან გარსევანიშვილი
მთავარი ექთანი
წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე–3 სამედიცინო სასწავლებელი.
შრომითი საქმიანობა
1983–1997 წწ. – თბილისის მე–5 სამშობიარო სახლი. ექთანი-ანესთეზისტი. 1997-2001 წწ. – ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი. საექთნო საქმის რეფორმის და რეორგანიზაციის სამსახურის უფროსი. 2001–2003 წწ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დასოციალური დაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი. საექთნო საქმის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. 2003-2012 წწ . – ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი, მთავარი ექთანი. 2010 წ.– დღემდე საქართველოს საექთნო ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2013 წლიდან - ჩაფიძის გულის ცენტრის მთავარი ექთანი.
კვალიფიკაცია, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა:
სტაჟირებები და ტრენინგები ემორის უნივერსიტეტში, გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ) “ლიდერობის საერთაშორისო ინსტიტუტში, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ), მალმოს და ლუნდის კლინიკებში (შვედეთი), დანიის ჯანდაცვის სამინისტროში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (SIDA-ს საწვრთნელი პროგრამის მონაწილე).
პუბლიკაციები:
4 წიგნის თანაავტორი: საექთნო ბიბლიოთეკა: "ავადმყოფის მოვლის საფუძვლები“ – 2 წიგნი. "ინფექციის კონტროლის საკითხები ექთნებისათვის", "საექთნო ფარმაკოლოგია“
ჯილდოები:
საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება. ზაზა ფანასკერტელის სახ. მედალი. თბილისი. (2000 წ.). ექთანთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის საპატიო ორგანიზაციის Sigma Theta Tau–ს წევრი.
საკონტაქტო ინფორმაცია:ტელ: +99532 2 402 301E-mail: nurses.georgia@yahoo.com